გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილი ებრძვის თავის ქვეყანას აქედან წაღებული, ნაქურდალი მილიონებით

გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილი ებრძვის თავის ქვეყანას აქედან წაღებული, ნაქურდალი მილიონებით

ყველაფერი დაფინანსებულია, დაწყებული ევროპარლამენტის რეზოლუციებით და ეს არის საგანგაშო და სკანდალური მოვლენა ჩემი აზრით. ამით უნდა დაინტერესდეს ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს ნაქურდალი ფულით ებრძვის.

„[სააკაშვილი] ებრძვის თავის ქვეყანას აქედან წაღებული, ნაქურდალი მილიონებით. მილიონობით დოლარია დახარჯული იმაში, რომ გააშავონ თავისივე ქვეყანა, რომ სასანქციო წესები დაუწესონ საქართველოს - ანუ იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. იმ ადამიანებს ებრძვის სანქციებით სააკაშვილი. ცოტა არბია, ცოტა ხოცა, ცოტა ჩასვა ციხეებში. ახლა ჯერი დადგა სანქციებზე“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.