გიორგის მიერ მოტანილი 5% გაცილებით მეტია საერთო საქმეში, ვიდრე მისი შერწყმა „ნაციონალური მოძრაობაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ გიორგი ვაშაძისა და ლევან ხაბეიშვილის ალიანსზე საუბრისას განაცხადა.
„მთავარი ამოცანა არის რომ ჩვენ, ოპოზიციურმა პროდასავლურმა პარტიებმა 51% მოვაგროვოთ. კალათაში, რომელსაც აწერია 51 და ჩვენ ჩვენი წილი უნდა შევიტანოთ. გიორგის მიერ მოტანილი 5% გაცილებით მეტია საერთო საქმეში, ვიდრე მისი შერწყმა „ნაციონალური მოძრაობაში“. მე ვერ დავიწყებ მარჩიელობას, ვინ - ვის და როგორ ჩაანაცვლებს. არ მიყვარს იმაზე საუბარი რაც არ ვიცი, შემილია ის მოვლენები შევაფასო, რასაც ვხედავ და მიმაჩნია, რომ გაერთიანება, ახალი ხალხის მოყვანა კარგია, მაგრამ დამოუკიდებელ სუბიექტებს მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ“, - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს.