პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა

პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა

პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, უწყებაში პოლონეთის ელჩი იყო დაბარებული, თუმცა მარიუშ მაშკიევიჩი ამჟამად პოლონეთში იმყოფება.

პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებს კითხვები ჰქონდათ პოლონელი ექიმის საკითხზე, რომელიც სავარაუდოდ, კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანას ცდილობდა.

„იმედის კვირის“ ინფორმაციით, პოლონელი ნეიროქირურგი არტურ ზააჩინსკია, რომელსაც რეკომენდაცია სწორედ პოლონეთის საელჩომ გაუწია.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც პოლონელმა ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.