ნიკოლოზ სამხარაძე: უკრაინა ომის „ცხელ ფაზას“ გადის, მაგრამ რუსეთთან ორივენი კონფლიქტში ვართ, ერთგვარ გაყინულ ომში

ნიკოლოზ სამხარაძე: უკრაინა ომის „ცხელ ფაზას“ გადის, მაგრამ რუსეთთან ორივენი კონფლიქტში ვართ, ერთგვარ გაყინულ ომში

ჩვენთვის, ნატო მკაფიო არჩევანია, რადგან ჩვენი ხალხის 85%-ს, სურს იყოს ალიანსისა და ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ურუგვაულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინა ომის „ცხელ ფაზას“ გადის, მაგრამ რუსეთთან, ორივენი კონფლიქტში ვართ. ისევ შემოიჭრებიან თუ არა ისინი, საქართველოში? არის ამის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ ნატოს გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს, არ გვაქვს ალტერნატივა. დღევანდელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, შეუძლებელია ნეიტრალური იყო: უნდა ეკუთვნოდე ამა თუ იმ ალიანსს. ჩვენთვის, ნატო მკაფიო არჩევანია, რადგან ჩვენი ხალხის 85%-ს, სურს იყოს ალიანსისა და ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა სამხარაძემ.