თეიმურაზ წიქვაძე ბაჩიაშვილთან დავაზე: მოლოდინი გვაქვს, რომ დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება ამ საქმეზე და გაირკვევა სად წავიდა ეს თანხები

თეიმურაზ წიქვაძე ბაჩიაშვილთან დავაზე: მოლოდინი გვაქვს, რომ დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება ამ საქმეზე და გაირკვევა სად წავიდა ეს თანხები

თეიმურაზ წიქვაძემ განმარტა, რა მოლოდინები აქვს ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან, გიორგი ბაჩიაშვილთან დავასთან დაკავშირებით. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ადვოკატმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება ამ საქმეზე და გაირკვევა სად წავიდა ეს თანხები. ჩვენი აზრით, დადასტურდება ჩვენი ეჭვები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა წიქვაძემ.