„ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა “მთავარი არხის” სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ დასაქმებულია და ხელფასიც ჰყოფნის.
ზარქუას განცხადებით, იმედი აქვს, რომ სიუჟეტის ავტორებს, რომლებმაც რეალური ვითარება აჩვენეს, სამსახურიდან არ გაუშვებენ. მისივე თქმით, იმას, რომ უმუშევრობა მინიმუმამდეა შემცირებული, საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს.
“მეგობრებო გიზიარებთ მთავარი არხის სიუჟეტს დასაქმებაზე!!! იმედია ამ სიუჟეტის ავტორს და ოპერატორს სამსახურიდან არ გაუშვებენ ამ საინტერესო და ობიექტური სიუჟეტის გამო!!!
P.s სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა თუმცა კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად მაინც!” - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.