ჰარი სტაილსის ფანები კონცერტებზე მომღერლისგან მოულოდნელობებს დიდი ხანია, შეჩვეულები არიან. ამჯერად, ჰარიმ კონცერტი ფეხმძიმე ფანის გამო შეაჩერა, რომელსაც საჭირო ოთახში უნდოდა გასვლა, თუმცა თან სიმღერის გამოტოვებაზეც დარდობდა.
მომავალმა დედამ მომღერლის ყურადღება იმით მიიპყრო, რომ სცენასთან ახლოს იდგა და ჰარის სთხოვა, ბავშვისთვის სახელის დარქმევაში დახმარებოდა. ჰარიმ კი უპასუხა, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. ვიდეო, რომელშიც ჰარი სტაილსი ფეხმძიმე ფანს სცენიდან ესაუბრება, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
ჰარი მომავალ დედას რამდენჯერმე გაეხუმრა, ბოლოს კი ქალმა სთხოვა, რომ შემდეგ სიმღერას სანამ დაიწყებდა, ცოტა ხანი შეესვენა. ფეხმძიმე ფანს საჭირო ოთახში სურდა გასვლა, ჰარიმ კი სურვილი შეუსრულა. სანამ მომავალი დედა სცენასთან არ დაბრუნდა, ჰარიმ სიმღერას არ გაუგრძელებია.
აღსანიშნავია, რომ ჰარი ფანების თხოვნებს კონცერტებზე ხშირად ასრულებს ხოლმე. მაგალითად, ავსტრალიელი ფანების თხოვნით, ჰარი სტაილსმა წყალი ოფლიანი ფეხსაცმლიდან დალია.