დიდი ბრიტანეთის პრეისტორიულ მონუმენტთან, სტოუნჰენჯთან დაახლოებით ათმა ათასმა ადამიანმა ზაფხულის ბუნიობა აღნიშნა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მათ მონუმენტთან ღამე გაათენეს და მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ. ზაფხულის ბუნიობა არის დღე, როდესაც მზე ჰორიზონტზე ყველაზე მაღლა დგას. ეს 20 ან 21 ივნისს ხდება. ზაფხული ბუნიაობას წელიწადში ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე ხანმოკლე ღამე ფიქსირდება.