კრის ჰემსვორტის მონაწილეობით Extraction-ის მე-3 ნაწილიც გამოვა

კრის ჰემსვორტის მონაწილეობით Extraction-ის მე-3 ნაწილიც გამოვა

მალე კრის ჰემსვორტს Extraction 3-ში ახალი თავგადასავლით ვიხილავთ. ნეტფლიქსმა Extraction-ს მე-3 ნაწილი უკვე დაუმტკიცა, რის შესახებაც Extraction 2-ის პრემიერის შემდეგ რეჟისორმა სემ ჰარგრეივმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს Extraction 2-ის პრემიერა შედგა. ფილმის მეორე ნაწილში კრის ჰემსვორტთან ერთად ქართველი მსახიობები მონაწილეობდნენ. მაყურებელმა თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, დათო ბახტაძე, თორნიკე ბზიავა, ანდრო ჯაფარიძე და ირაკლი კვირიკაძე მთავარ როლებში უკვე იხილა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, კრის ჰემსვორტის პერსონაჟის მისია ქართველი ოჯახის გადარჩენაა, რაც არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian, რომელიც გულწრფელი მიმოხილვებით გამოირჩევა ხოლმე, ნეტფლიქსის ახალ ფილმს 5-დან მხოლოდ 1 ვარსკვლავით აფასებს. მიმომხილველი პიტერ ბრედშოუ წერს, რომ Extraction 2 სხვა არაფერია, თუ არა "ფულის მახე".

რაც შეეხება Extraction-ის პირველ ფილმს, ენდი პარკსის გრაფიკულ რომანზე დაფუძნებული კინოსურათი 2020 წელს გამოვიდა და 99 მილიონზე მეტი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე ყურებადი ორიგინალური ნამუშევარი გახდა.

ჯერჯერობით Extraction 3-ის პრემიერის თარიღი უცნობია.