Moonwalkers — ფეხსაცმელი, რომელიც ორჯერ სწრაფად გატარებთ

Moonwalkers — ფეხსაცმელი, რომელიც ორჯერ სწრაფად გატარებთ

რას იზამდით, ორჯერ სწრაფად სიარული რომ შეგძლებოდათ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში კომპანია Shift Robotics-ის ახალი კონცეფცია — Moonwalkers — დაგეხმარებათ.

კომპანიამ შეიმუშავა AI-თ აღჭურვილი ელექტრონული ფეხსაცმელი, რომლის საშუალებითაც სიარულის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი ხდება.

ფეხსაცმელში ჩაშენებული AI თქვენი სიარულის მანერას სწავლობს და "გერგებათ". ამის საშუალებით, ტემპის დარეგულირება და მოძრაობის მანევრირება მოსახერხებელი ხდება.