ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლება აგრძელებს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს რუსეთიდან, მიუხედავად შეერთებული შტატების ზეწოლისა, - განაცხადა ფრანგული ნავთობისა და გაზის კომპანიის TotalEnergies-ის ხელმძღვანელმა პატრიკ პუიანმა Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, კონცერნს რუსეთის ფედერაციასთან 20 წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ამიტომ მოსკოვიდან საწვავის მიღებაც რომ შეწყდეს, კომპანიას ამის გადახდა მოუწევს.
„იმავე დღეს, როდესაც ევროპელები გადაწყვეტენ რუსულ გაზზე სანქციების დაწესებას, ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ ფორსმაჟორული პუნქტი და დაუყოვნებლივ შევაჩეროთ ყველაფერი. იმავდროულად, ევროკავშირი, მიუხედავად ამერიკის ზეწოლისა, გვეუბნება, რომ ყველაფერი გადავარჩინოთ“, - განაცხადა პუიანმა.