2024 წლის პირველი იანვრიდან მსგავსი სქესის მქონე ადამიანებს დაქორწინება შეეძლებათ.
სლოვენიის შემდეგ, ესტონეთი ცენტრალური ევროპის რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა.
კანონპროექტის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.
„ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც ყველას უფლება დაცულია და ხალხს შეუძლია, თავისუფლად უყვარდეს“, – წერს კალასი.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა 34-ის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ესტონეთში ჰომოსექსუალ წყვილთა ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო, მისი დეკრიმინალიზაცია 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა.