ნატოს ძალები კოსოვოში ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზად არიან. ამის შესახებ კოსოვოში განლაგებული ნატოს ჯარების მეთაურმა განაცხადა. ანგელო მიშელ რისტუსიას განმარტებით, მიუხედავდა იმისა, რომ უკანასკნელ დღეებში კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა შემსუბუქდა, არსებობს ესკალაციის რისკი.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მხარეებს ვითარების პოლიტიკური გადაწყვეტისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც უმეტესად ეთნიკური სერბებითაა დასახლებული, ვითარება გასულ თვეში მას შემდეგ დაიძაბა, რაც კოსოვოს მთავრობამ იქ მერების თანამდებობებზე ეთნიკურად ალბანელები დანიშნა.