როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოში არის 7 წევრი და ამას ემატება 2 ახალი კანდიდატი, წარმოვიდგინოთ, რომ ეს 2 კანდიდატი დაამტკიცა პარლამენტმა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვიღებთ მთლიანად შევსებულ ეროვნული ბანკის საბჭოს, სადაც რეალურად არ არსებობს ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“, - განაცხადა გოცირიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.