“სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ხარ გოგოს მშობელი, იღბლიანი ვარ, რომ ჩვენს ბიჭებს და ჰყავთ” – ქეით მიდლტონი

“სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ხარ გოგოს მშობელი, იღბლიანი ვარ, რომ ჩვენს ბიჭებს და ჰყავთ” – ქეით მიდლტონი

შარლოტა ელიზაბეტ დაიანა 2015 წლის 2 მაისს, ჯორჯის მსგავსად, ლონდონში, ასევე St. Mary-ის საავადმყოფოში დაიბადა. პატარა პრინცესას სახელს სამეფო ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან შარლოტა მეფე ჩარლზის სახელის “ფემინური” ვერსიაა. რა თქმა უნდა, ელიზაბეტიდედოფლის, ხოლო დაიანა პრინცესას საპატივსაცემოდაა.

“სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ხარ გოგონას მშობელი. იღბლიანი ვარ, რომ ჩვენს ბიჭებს და ჰყავთ. დედოფალს განსაკუთრებით გაუხარდა მისი დაბადება. მათ შორის გარეგნულ მსგავსებას ბევრი ადამიანი ამჩნევდა, რაც კიდევ უფრო მეტად ახარებდა”. – ქეით მიდლტონი.

ძმების მსგავსად, შარლოტა ამჟამად სწავლობს Lambrook-ის სკოლაში. როგორც მისი მშობლები აღნიშნავენ, მას ცეკვა, ხელოვნება, აკრობატიკა და კულინარია იზიდავს. შარლოტა ესწრება ბალეტის გაკვეთილებს, რათა ცეკვა კარგად ისწავლოს.

პანდემიის პერიოდში ჯორჯი და შარლოტა სახლში იმყოფებოდნენ, მათ დედ–მამა ამეცადინებდნენ. შარლოტა სამეფო ოჯახის საქმიანობაში არაერთხელ ჩაერთო. ერთ–ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ის ქეთს ეხმარებოდა და უსახლკაროებს საჭმელს ურიგებდა.