ნუცა ბუზალაძე ტანსაცმლის ბრენდის შექმნას აპირებს!

ნუცა ბუზალაძე ტანსაცმლის ბრენდის შექმნას აპირებს!

ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე ტანსაცმლის ბრენდის შექმნას აპირებს, ამის შესახებ მან უცხოურ გამოცემასთან The Blast-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ბრენდი თავდაპირველად მაისურებს, ქუდებს და ჰუდებს გამოუშვებს, სლოგანით Nuts for Nutsa. ტანსაცმლის ხაზი გათვლილი იქნება როგორც ქალბატონებისთვის ასევე მამაკაცებისთვისაც.

ინტერვიუს დასასრულს ნუცამ, მადლობა გადაუხადა American Idol-ს და მის მენტორებს მიღებული გამოცდილებისთვის.

„არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო American Idol-ს, ეს იყო უდიდესი მღელვარება და იქ შევიძინე მეგობრები, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან ჩემს ცხოვრებაში. ლაიონელ რიჩი, კეტი პერი, ლუკ ბრაიანი, ადამ ლამბერტი და კაილი მინოუგი. მათი მენტორობა ქართველი გოგონასთვის ოცნება იყო”