ნორთ უესტი არის რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავის, ბიზნესვუმენის, კიმ კარდაშიანისა და ამერიკელი რეპერის, დიზაინერისა და ტექსტებისავტორის ქანიე უესტის უფროსი ქალიშვილი.
ნორთი 2013 წლის 15 ივნისს, ლოს ანჯელესში დაიბადა და არის სეინთის, ჩიკაგოსა და ფსალმის უფროსი და.
ნორთი დღეს ათი წლის იუბილეს აღნიშნავს, კიმმა უფროსი ქალიშვილისთვის “ვარდისფერი წვეულება” მოაწყო. პაპარაცული ფოტოები წვეულებაზე მიმავალი დედა-შვილის და სტუმრების რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.