ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და პარლამენტის ყოფილი წევრი, გლენდა ჯექსონი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო. ამის შესახებ BBC მის აგენტზე დაყრდნობით წერს.
ლაიონელ ლარნელის თქმით, ჯექსონმა ცოტა ხნის წინ დაასრულა ფილმის გადაღება, სადაც მაიკლ კეინთან ერთად მონაწილეობდა.
გლენდა ჯექსონი პოპულარული 1970-იან წლებში გახდა მას შემდეგ, რაც ფილმებისთვის „შეყვარებული ქალები“ და „სტილი“, ოსკარი მოიპოვა. გარდა ამისა, ამავე ფილმებისთვის მას BAFTA-ს პრემია და ოქროს გლობუსი გადაეცა.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ კარიერას, ის პარლამენტში ლეიბორისტების პარტიიდან მოხვდა.