გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის და ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელი დაზარალდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძირკოკში, ზიარში, ახაშენსა და ჭადარში სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები გაანადგურა.
დატბორილია შიდა და ცენტრალური მაგისტრალები. მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა გზის გარკვეული მონაკვეთებიც.
წყალმა დატბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სახლი და მერიის შენობის ნული სართული.
ადგილზე უკვე გამოძახებულია სახანძრო- სამაშველო ბრიგადები, რომლებიც წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს დაიწყებენ. ამ წუთებში სტიქიის ზონაში მიემგზავრება კახეთში სახელმწიფო რწმუნებული. გიორგი ალადაშვილი ვითარებას ადგილზე გაეცნობა.