ზენდეია რომში, რესტორანში იმიტომ არ შეუშვეს, რომ შესაფერისად არ ეცვა

ზენდეია რომში, რესტორანში იმიტომ არ შეუშვეს, რომ შესაფერისად არ ეცვა

ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სელებრითებს აქვთ პრივილეგია, ისარგებლონ ყველანაირი დაწესებულებით, რადგან ისინი ცნობილი ადამიანები არიან, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა.

რამდენიმე საათის წინ “ეიფორიას” ვარსკვლავი, მსახიობი ზენდეია რომში, Terrazza Borromini-ის რესტორანთან იმყოფებოდა, სადაც ის მხოლოდ იმის გამო არ შეუშვეს, რომ მისი ჩაცმულობა “დრეს კოდს” არ ექვემდებარებოდა.

ზენდეიას კლასიკური, დახვეწილი ჩაცმულობა მოსთხოვეს, მას კი შავი ტოპი და სპორტული შარვალი ეცვა.