ჯონი დეპთან სასამართლო დავის შემდეგ ამბერ ჰერდი ახალ ფილმში პირველად გამოჩნდება

ჯონი დეპთან სასამართლო დავის შემდეგ ამბერ ჰერდი ახალ ფილმში პირველად გამოჩნდება

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ამბერ ჰერდი ახალ ფილმში, სახელად In The Fire, გამოჩნდება. ფილმის რეჟისორი კონორ ალინია, ხოლო მთავარ როლს ამბერ ჰერდთან ერთად მსახიობი ედუარდო ნორიეგო თამაშობს.

In the Fire-ში ამბერ ჰერდს ფსიქიატრის როლში ვიხილავთ, ხოლო სიუჟეტი 1899 წელს ვითარდება, როცა ფსიქიატრიას, როგორც მეცნიერებას, ნაკლებად განიხილავენ. ამბერ ჰერდის პერსონაჟი კოლუმბიის ერთ-ერთ ფერმაში მიდის, რათა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვს უმკურნალოს. როგორც ფილმის სიუჟეტიდან ვიგებთ, ამბერ ჰერდის პერსონაჟს ადგილობრივებთან დაძაბული და რთული ურთიერთობა ელის.

In The Fire-ის პრემიერა წლევანდელ ტაორმინას კინოფესტივალზე შედგება, რომელიც 23 ივნისიდან პირველ ივლისამდე ტარდება. აღსანიშნავია, რომ რეჟისორ კონორ ალინს ეკუთვნის ვესტერნის ჟანრის ფილმი No Man’s Land და ასევე ნეტფლიქსის მიერ გადაღებული Walk. Ride. Rodeo. ამბერ ჰერდის ახალი ფილმის, In The Fire-ის, ჩვენება კი სიცილიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპთან სასამართლო დავის შემდეგ ეს ამბერ ჰერდის პირველი ახალი როლია. ჯონი დეპმა ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო. ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა. სასამართლომ ჯონი დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ამბერ ჰერდს $15 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა.