ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ელჩებთან სასტუმრო „რედისონში","ამბასადორიალი 2013" - ის ფარგლებში გაიმართა. პრემიერ - მინისტრმა წარმატება უსურვა საზღვარგარეთ აკრედიტებულ ელჩებს საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის რთული მისიის შესრულებაში. მისივე განცხადებით, ელჩები წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნის სახეს, რომელთა საქმიანობაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.