ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეები – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები

ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეები – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შესაძლოა სამეფო ოჯახის წევრები არიან, თუმცა მათ სურთ, რომ შვილები მაქსიმალურად მოკრძალებულად აღზარდონ, დაეხმარონ მათ გაათვიცნობიერონ ოჯახური ღირებულებები და სამომავლოდ პატიოსნად შრომის ფასი ისწავლონ.

პრინცი უილიამი და პრინცესა ქეითი მშობლები 2013 წელს გახდნენ, როდესაც პირველი ვაჟი, ჯორჯი შეეძინათ. რამდენიმე თვის შემდეგ სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარულმა წყვილმა საზოგადოებას ქალიშვილის, შარლოტას, 2018 წელს კი უმცროსი ვაჟი, ლუის დაბადება ამცნო.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრები საზოგადოების თვალში უკვე ვარსკვლავებად იქცნენ, ქეითი და უილიამი მათ არა ყურადღების ცენტრში ყოფნას, არამედ პირიქით, სხვებისგან დამოუკიდებლობას, საკუთარ ღირებულებებზე კონცენტრაციას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნას ასწავლიან.

“ჩემმა მშობლებმა მასწავლეს თუ როგორი მნიშვნელოვანია იყო კეთილი და პატივი სცე ადამიანებს, განურჩევლად მათი სტატუსის, სახელის და წარმომავლობისა, აუცილებელია იყო გულახდილი, და გააანალიზო ღირებულებები, რომლებიც ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ყველაფრის ფასი და რომ გაიზრდებიან გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები” – ქეითი.

პრინცი ჯორჯი, 9 წლის

ფილიპისა და ქეითის უფროსი ბიჭი, ჯორჯ ალექსანდერ ლუი 2013 წლის 22 ივლისს ლონდონში, St. Mary-ის საავადმყოფოში დაიბადა. როგორც წყვილის პირველი შვილი და ჩარლზ III-ის უფროსი შვილიშვილი, ჯორჯი ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეთა სიაში მეორეა, საკუთარი მამის, უილიამის შემდეგ.

როდესაც ჯორჯი ახალშობილი იყო, უილიამმა და ქეითმა საჯაროდ არაერთხელ აღნიშნეს, რომ უნდოდათ ჟურნალისტებს მასზე ნაკლები ყურადღება გაემახვილებინათ და მისთვის ბავშვობის სხვა თანატოლების მსგავსად გატარება ედროვებინათ.

“ჩვენი ოჯახი ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალურია. გვინდა, გვქონდეს სტაბილური ოჯახი და უსაფრთხო გარემო, რათა ბავშვები წყნარად აღვზარდოთ, მინდა ვიყო მოსიყვარულე მამა და ბავშვები ყოველთვის გრძნობდნენ ამას, სითბოს გამოხატვა ოჯახში აუცილებელია” – უილიამი.

როგორც პრინცესა ქეითი აღნიშნავს, ჯორჯს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა დედოფალთან. ბებია და შვილიშვილი ერთად დიდ დროს ატარებდნენ, მან ისიც აღნიშნა, რომ თითქმის ყველა ვიზიტის დროს ახვედრებდა ელიზაბეტი პატარა ჯორჯს განსხვავებულ საჩუქრებს.

როგორც სამეფო ოჯახთან დაახლოვებული წყარო People-თან საუბრისას აღნიშნავს, ჯორჯს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, ის სკოლაში სიარულთან ერთად სხვადასხვა საგნებში დამატებით მეცადინეობს, სწავლობს გიტარაზე დაკვრას, თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ატარებს ფერმაში და ცდილობს ცხოველებთან განსაკუთრებული კავშირი დაამყაროს.

პრინცესა შარლოტა, 8 წლის.

შარლოტა ელიზაბეტ დაიანა 2015 წლის 2 მაისს, ჯორჯის მსგავსად, ლონდონში, ასევე St. Mary-ის საავადმყოფოში დაიბადა. პატარა პრინცესას სახელს სამეფო ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან შარლოტა მეფე ჩარლზის სახელის “ფემინური” ვერსიაა. რა თქმა უნდა, ელიზაბეტი დედოფლის, ხოლო დაიანა პრინცესას საპატივსაცემოდაა.

“სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ხარ გოგონას მშობელი. იღბლიანი ვარ, რომ ჩვენს ბიჭებს და ჰყავთ. დედოფალს განსაკუთრებით გაუხარდა მისი დაბადება. მათ შორის გარეგნულ მსგავსებას ბევრი ადამიანი ამჩნევდა, რაც კიდევ უფრო მეტად ახარებდა”.

ძმების მსგავსად, შარლოტა ამჟამად სწავლობს Lambrook-ის სკოლაში. როგორც მისი მშობლები აღნიშნავენ, მას ცეკვა, ხელოვნება, აკრობატიკა და კულინარია იზიდავს. შარლოტა ესწრება ბალეტის გაკვეთილებს, რათა ცეკვა კარგად ისწავლოს.

პანდემიის პერიოდში ჯორჯი და შარლოტა სახლში იმყოფებოდნენ, მათ დედ–მამა ამეცადინებდნენ. შარლოტა სამეფო ოჯახის საქმიანობაში არაერთხელ ჩაერთო. ერთ–ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ის ქეთს ეხმარებოდა და უსახლკაროებს საჭმელს ურიგებდა.

პრინცი ლუი, 5 წლის.

2018 წლის 23 აპრილს ქეითსა და უილიამს მესამე შვილი, ლუი არტურ ჩარლზი შეეძინათ. სხვა დედმამიშვილების მსგავსად მისი სახელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მას პრინცი ფილიპის ბაბუის, პრინცი ლუის და მეფე ჩარლზის დიდი ბიძისა და მენტორის, ლუი მაუნტბატენის საპატივსაცემოდ დაარქვეს სახელი.

პრინცი ლუი სამეფო ოჯახის ყველაზე ხუმარა, პოზიტიური და იუმორისტული წევრია. საზოგადოება მას ყველაზე მეტად სწორედ მისი სახალისო ქცევებისა და მიმიკების გამო იცნობს.

არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახური შეკრებაა, სამეფო ქორწილი თუ საპატიო დაჯილდოება, პრინცი ლუის ბავშვური და ბევრისთვის ძალიან საყვარელი და სახალისო ქცევები ყოველთვის იქცევს საზოგადოების ყურადღებას.

როგორც Page Six-ზე გავრცელებული ინტერვიუდან ჩანს, ქეითი და უილიამი ბავშვებს სახლში ყვირილს, ჩხუბს და ერთმანეთისადმი აგრესიულად საუბარს უკრძალავენ. სამეფო ოჯახის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი წყვილი გამუდმებით ცდილობს შვილები გარეთ, ბუნებაში გაიყვანონ და ერთმანეთთან დიდი დრო გაატარონ. მათი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები წვდომა ჰქონდეთ ინტერნეტთან, რომ ტექნიკაზე დამოკიდებულები არ გახადონ.