„იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „სამპდორიასთან“ მატჩამდე, „ნაპოლის“ 🇬🇪ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო „სტადიო მარადონაზე“ გადასცეს.
ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ნაპოლიდან“ ჯილდოები ასევე მიიღეს – ლუჩანო სპალეტიმ (საუკეთესო მწვრთნელი), კიმ მინ-ჯემ (საუკეთესო მცველი) და ვიქტორ ოსიმენმა (საუკეთესო თავდამსხმელი)“.