სტენფორდის პროფესორი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელები დედამიწაზე უკვე არიან

სტენფორდის პროფესორი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელები დედამიწაზე უკვე არიან

გარი ნოლანი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელები დედამიწას მხოლოდ კი არ ესტუმრნენ, არამედ უკვე ათწლეულებიც კია, აქ არიან. აღნიშნულზე მან SALT iConnection 2023 კონფერენციაზე ისაუბრა. ეს უკანასკნელი ფინანსების, ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის კუთხით დამანგრეველი ინოვაციების საკითხზეა ფოკუსირებული.

ნოლანი იმუნოლოგია, თუმცა უცხოპლანეტურ სიცოცხლესთან დაკავშირებულ კვლევებშია ჩართული. 2018 წელს მან ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელიც ატაკამას ჰუმანოიდი ჩონჩხის უცხოპლანეტურ წარმოშობას აბათილებს. შედეგად იგი პილოტებს დაუკავშირდა, რომელთაც ამოუცნობ საჰაერო ფენომენსა (UAP) და მათ მიერ წარმოქმნილ ველებთან ჰქონიათ შეხება.

პროფესორის მტკიცებით, მან ამ პილოტთა MRI გამოსახულებები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ მათ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებთან საერთო დარღვევა ჰქონდათ. Vice-თან განაცხადა ისიც, რომ მათ უამრავი სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნებოდათ.

ნოლანის აზრით, მის მტკიცებას Wow! სიგნალი ამყარებს — ცნობილი რადიოსიგნალი, რომელიც უცხოპლანეტური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შესაძლო მტკიცებულებაა.

მისი წარმომავლობა ჯერ ბოლომდე არაა შესწავლილი და ვერ ვიტყვით, რომ უცხოპლანეტური ცივილიზაციისგან მოდის, თუმცა პროფესორი ამბობს, რომ ადამიანები Wow! სიგნალს რეგულარულად განიცდიდნენ.

ნოლანი ფიქრობს, რომ უცხოპლანეტური სახეობები ადამიანებს დრონებისა და დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მეთვალყურეობენ. იგი ირწმუნება, რომ თავდაცვის კორპორაციათა ფიზიკოსებისგან ინფორმაცია მიიღო დახვეწილი ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც მთავრობამ ნახა და ხელახლა შექმნა სცადა.

პროფესორის აზრით, უცხოპლანეტურ სიცოცხლესთან დაკავშირებით საუბარი ნაკლებად უნდა იყოს სტიგმატიზებული, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კი ის დახმარებისაკენ მოუწოდებს.

მეცნიერს იმედი აქვს, რომ კონგრესი "განგაშის ამტეხთა" პროგრამას შექმნის მათთვის, ვინც დაცვის დეპარტამენტსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში მუშაობენ და თავიანთი მიგნებების გაზიარება შეუძლიათ.