ჰაიდი კლუმი გერმანელი სუპერმოდელი, დიზაინერი, მხატვარი და პროდიუსერია. კარიერის განმავლობაში მან უამრავ ცნობილ ბრენდთან, დიზაინერთან და გამოცემასთან ითანამშრომლა. დღეს კი ის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია.
ჰაიდი არის პირველი გერმანელი მოდელი, რომელიც Victoria’s Secretis პოდიუმზე გამოჩნდა.
ჰაიდი გატაცებულია ხელოვნებით. მან არა ერთი ნახატი და ქანდაკება შექმნა, რომელიც დღეს მუზეუმებში ინახება. მან შექმნა ქანდაკება სახელწოდებით “Dog with Butterflies”, რომელიც სამაშველო ძაღლებს მიუძღვნა
მანამ სანამ ჰაიდი ცნობილი მოდელი გახდებოდა, ის დიზაინით იყო გატაცებული. მან Fashion Design–ის სასწავლებელი დაამთავრა.
ჰაიდი სამჯერ იყო გათხოვილი.
1997 წელს ის ცოლად Pipino–ს გაყვა. 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ისინი გაშორდნენ, შემდეგ კი ჰაიდი Seal–ს გაჰყვა, რომელთანაც ცხრა წელი გაატარა. 2019 წელს კი ის ტომ კულიცზე დაქორწინდა.
ჰაიდი ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. მისი ქონებრივი ღირებულება 160 მილიონ დოლარს შეადგენს.
ჰაიდი კლუმმა საკუთარი ფეხები დააზღვია. კლუმის მარჯვენა ფეხი 1,2 მილიონ დოლარადაა დაზღვეული, მარცხენა კი 1 მილიონად.
კლუმი ჩანთით საკუთარ კბილებს დაატარებს. მოდელი აცხადებს, რომ ამას მისთვის კარგი ბედი მოაქვს.