ავიაკომპანიამ Air New Zealand ჩასხდომამდე საერთაშორისო ფრენების მგზავრების აწონა დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს კვლევის ფარგლებში ხდება, რომლის მიზანიც მგზავრების საშუალო წონის დადგენაა. აწონის პროცესი ანონიმური და ნებაყოფლობითი იქნება. ამასთან, შედეგები მონაცემთა ბაზაში შეინახება, თუმცა სასწორთან მდგომი ავიაკომპანიის თანამშრომლები და სხვა მგზავრები სასწორის მაჩვენებელს ვერ დაინახავენ.
„ვიცით, რომ ბევრისთვის სასწორზე დადგომა შესაძლოა არაკომფორტული იყოს, მაგრამ გვინდა დავარწმუნოთ მგზავრები, რომ სასწორი მონაცემებს ვერავინ დაინახავს“, - განმარტავენ ავიაკომპანიაში.
Air New Zealand-ში განმარტავენ, რომ მგზავრის საშუალო წონის ცოდნა მათ ფრენისას უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაზრდაში დაეხმარებათ. კვლევაში 10 ათასზე მეტი მგზავრი მიიღებს მონაწილეობს და ის 2 ივლისამდე გაგრძელდება.