ლევან ბეჟაშვილი: „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური შურისძიება, პოლიტიკური მოტივები უფრო განმსაზღვრელია, ვიდრე საკანონმდებლო რეგულირებები

ლევან ბეჟაშვილი: „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური შურისძიება, პოლიტიკური მოტივები უფრო განმსაზღვრელია, ვიდრე საკანონმდებლო რეგულირებები

მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დაუჭერს მხარს, ან რეგლამენტის მოთხოვნას შეასრულებს, არ გვქონდა. მათთვის პოლიტიკური შურისძიება, პოლიტიკური მოტივები უფრო განმსაზღვრელია ვიდრე საკანონმდებლო რეგულირებები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა

„როდესაც რეგლამენტში ცვლილებები შედის და ამ რეგლამენტში ცვლილებების შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკი გასულ დეპუტატებს ეძლევათ საშუალება ცალკე პოლიტიკური ჯგუფები შექმნან, უხერხული არის. ის, რომ კომიტეტზე მხარი დავუჭირეთ მათ საკითხს ეს უკავშირდებოდა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, როდესაც ცალკე საკანონმდებლო ცვლილება კი არ სჭირდებოდა „ნაციონალური მოძრაობას“ შეხებოდა, არამედ არსებული კანონმდებლობის ნაწილში, თუ უნდოდა კომიტეტს და უმრავლესობას, მაშინ უნდა დაეჭირათ მხარი და რა მოხდა მაშინ, რომ მაშინ არ დაუჭირეს მხარი და ახლა ამ საკანონმდებლო ცვლილებას მხარს უჭერენ ეს ბუნებრივია კითხვის ნიშანი არის“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.