ანა ნაცვლიშვილი: ლუსტრაციის კანონი რომ გვქონოდა, პარლამენტის ტრიბუნიდან არ გავიგებდით ღიად რუსულ გზავნილებს

ანა ნაცვლიშვილი: ლუსტრაციის კანონი რომ გვქონოდა, პარლამენტის ტრიბუნიდან არ გავიგებდით ღიად რუსულ გზავნილებს

„ლუსტრაციის კანონი რომ გვქონოდა, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან არ გავიგებდით ღიად რუსულ გზავნილებს და შემდეგ ამაზე ტაშის კვრას", -  განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ისტორიაში ის მომენტია, როდესაც ძალიან ნათლად გამოჩნდა როგორი შეცდომა და დანაშაული იყო ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვისაც შეეძლო ამის გაკეთება და არ გააკეთა, რომ საქართველოს არ აქვს ლუსტრაციის კანონი.

„ღრმად მწამს, რომ ახალმა ხელისუფლებამ, პირველი რაც უნდა გააკეთოს, ეს უნდა იყოს ლუსტრაციის კანონის მიღება და რუსული აგენტურა ვეღარ უნდა იჯდეს პარლამენტში.  აქ საუბარია რეფერენდუმსა და პლებისციტზე. ვინც არ იცის ვეტყვი, რომ ჩატარებულია რეფერენდუმიც და პლებისციტიც და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას გაკეთებული აქვს მკაფიო არჩევანი - საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით გარანტირებული ჩანაწერია", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.