ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი უჩიოდა უყურადღებობას და როგორც ჩანს ამით გამოხატეს ყურადღება - მის სახლში ჩავიდნენ და იქ გამართეს პოლიტსაბჭოს სხდომა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი უჩიოდა უყურადღებობას და როგორც ჩანს ამით გამოხატეს ყურადღება - მის სახლში ჩავიდნენ და იქ გამართეს პოლიტსაბჭოს სხდომა

სააკაშვილი უჩიოდა უყურადღებობას და როგორც ჩანს ამით გამოხატეს ყურადღება - მის სახლში ჩავიდნენ და იქ გამართეს პოლიტსაბჭოს სხდომა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩაიშალა მათი პირველი გეგმა - ეს ადამიანები 500-600 დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ყოველ დღე კვდებოდა. მას კლავდა საქართველოს ხელისუფლება, სასამართლო და ა.შ. ათასი რაღაც მოიგონეს. სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა. აქედან გამომდინარე აამუშავეს გეგმა ბ. გეგმა ბ არის ის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით კვება და ის დაბრუნდეს პოლიტიკაში. რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, თუ აუდიტის სამსახური გაჰყვება კანონის მიხედვით, ეს არის უკანონო შემოწირულება - ანუ, მიიღოს სარგებელი პარტიამ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, რაც პირდაპირ აკრძალულია და დაჯარიმების საფუძველია“, - განაცხადა კობახიძემ.