ბიონსემ და ჯეი ზიმ კალიფორნიაში სახლი 200 მილიონ დოლარად შეიძინეს. ამის შესახებ TMZ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს აშშ-ის ამ შტატში ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონებაა. მუსიკოსების მფლობელობაში ახლა წყნარი ოკეანეს სანაპიროზე მდებარე ვილაა, რომლის ფართობიც 2 800 კვადრატული მეტრია. სახლი ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, რადაო ანდოს პროექტით არის აშენებული.