თბილისის აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს

თბილისის აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 6-ვე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა.