ირაკლი კობახიძე: IRI - ის გაყალბებული მონაცემებითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას,  ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი კიდევ ერთი სპეკულაციაა

ირაკლი კობახიძე: IRI - ის გაყალბებული მონაცემებითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას,  ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი კიდევ ერთი სპეკულაციაა

IRI - ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას,  ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი კიდევ ერთი სპეკულაციაა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ვიღაცეები საუბრობდნენ ქართველი ხალხის სახელით, თითქოს ქართველი ხალხია შეშფოთებული, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა დაპოსტა ამასთან დაკავშირებით.

მე შეგახსენებთ, IRI - ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას,  ჩახედეთ IRI-ის კვლევას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი არის უბრალოდ კიდევ ერთი სპეკულაცია. ამიტომ, ქართველი ხალხის სახელით ნურავინ ისაუბრებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.