სტრასბურგმა დაადასტურა ის, რასაც ვამტკიცებდით, რომ სათანადო მოპყრობის პირობებშია კონკრეტული პატიმარი და ყველა მისი უფლება არის დაცული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებით სპეკულაციებს წერტილი დაესვა.
„მე ველოდები რადიკალური ოპოზიციის და მათი მეგობრების, კონკრეტული ევროპარლამენტის განცხადებებს, რომ სტრასბურგი კლავს სააკაშვილს. ეს იქნებოდა ძალიან ადეკვატური მესიჯი იმ კამპანიის ფონზე, რომელსაც ისინი მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში აწარმოებდნენ. სტრასბურგმა დაადასტურა ის, რასაც ვამტკიცებდით, რომ სათანადო მოპყრობის პირობებშია კონკრეტული პატიმარი და ყველა მისი უფლება არის დაცული. სპეკულაციებს დაესვა წერტილი. წელიწადნახევარი საზოგადოება ჰყავდათ დაზაფრული, აბსურდული ტყუილით, თუთქოს 500-ზე მეტი დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა. ბოდიშიც კი არავის მოუხდია ამის შემდეგ“, - აცხადებს კობახიძე.