თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღონისძიების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-ზე მეტი ნაკორეალიზატორი

თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღონისძიების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-ზე მეტი ნაკორეალიზატორი

„ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული. ფონიჭალაში დაკავებულია 6 ნარკორეალიზატორი. ღონისძიებები სხვადასხვა დიდ ქალაქში გრძელდება. დღის ბოლომდე დაკავებულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. ასევე ამოღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება დიდი და განსაკუთრებულად დიდი ოდენობით. განხორციელდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია აუდიო და ვიდეო ფაილების სახით. დაკავებულები არიან როგორც ქალები, ასევე კაცები. ამ ეტაპზე დაკავებულთა შორის არასრულწლოვანები არ ფიგურირებენ. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, - განმარტავს კუპატაძე.