სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ელენე ხოშტარია რუს ტურისტებსა და რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ელენე ხოშტარია რუს ტურისტებსა და რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს

რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის თემაა.

საპროტესტო აქციისთვის ემზადება „დროა“ და მისი ლიდერი ელენე ხოშტარია. არქივიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ელენე ხოშტარია რუს ტურისტებზე საუბრობს. კერძოდ, 2011 წლით დათარიღებულ ვიდეოში ხოშტარია საუბრობს რუს ტურისტებსა და რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს.

„ჩვენ ვართ გახსნილები რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენი მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით რუს ტურისტებს“, - აცხადებს ელენე ხოშტარია ჩანაწერში.