რატი ბრეგაძე: ხალხმა დაინახა, რომ სრული სიმართლეა რასაც ვამბობდით - სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად

რატი ბრეგაძე: ხალხმა დაინახა, რომ სრული სიმართლეა რასაც ვამბობდით - სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად

საბოლოო ჯამში, გამოჩნდა ერთი ძალიან პრინციპული რამ, რაც ძალიან მიხარია, რომ ხალხმა დაინახა და ირწმუნა - რასაც ვამბობდით ჩვენ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, არის სრული სიმართლე, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოსთვის სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის მოსალოდნელი და ლოგიკური იყო.

„[სტრასბურგის სასამართლოს] გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მთელი ეს პიარ კამპანია, რომელიც ოფიციალურად მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, დასრულდა კრახით. საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მიდის არგუმენტებთან, დადასტურდა ერთი რამ - თითოეულის სიტყვის უკან, რომელსაც ჩვენ ვამბობდით, იყო მტკიცებულება. შესაბამისად, ეს იყო სიმართლე. ხოლო ეს ადამიანები შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას. ეს [სასამართლოს გადაწყვეტილება] ნამდვილად დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა მათთვის, ხოლო ჩვენთვის იყო სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური შედეგი“, - განაცხადა ბრეგაძემ.