„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას დაუჭირეს მხარი, საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” სიით არიან შესულები პარლამენტში.
„მე არ მაქვს უფლება „ჩავუშვა“, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ყველა 5 ნომრით არის შესული. გარეგნული დათვალიერებით რაც ჩანს, ყველა ერთი პარტიიდან, 5 ნომრით არის შესული თავის დროზე და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ნუ იქნებიან ეჭვმიტანილები“, - აცხადებს ხვიჩია.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე სამი წევრი აირჩია. ოპოზიციის მიერ პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების გამო, კენჭისყრის პროცესი შეჩერებულია.