შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ მკაფიოდ გავაჟღერეთ შეშფოთება რუსეთთან პირდაპირი ფრენების საკითხზე, ყურადღებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს“.
„წარმოიდგინეთ, ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს – მეგობარი თუ არამეგობარი, საქართველოს ეუბნება, რომ ამას რომ აკეთებ, მე დავფიქრდები, რა გავაკეთოთ, რა ღონისძიებები გავატარო ამის საპრევენციოდ და ამ დროს ყველა მეზობელი, ქვეყანა იმავეს აკეთებს რუსეთთან მიმართებით; ანუ, არ ასანქცირებს საკუთარ მოქალაქეებს. თურქეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, ისრაელისთვის შეიძლება თურმე, ჩვენთვის არ შეიძლება. ეს არის საქართველოში ძნელად, მაგრამ თავის მომხრეებში გაყიდვადი მესიჯი, რომელსაც სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში გარედან ეხმარებიან ხოლმე“, – განაცხადა მდინარაძემ.