არჩილ თალაკვაძე: წარმოიდგინეთ ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ იყოს როგორ იმუშავებს, როცა ოპოზიციაში ყოფნის დროს ისინი სასტიკად უსწორდებიან და პრაქტიკულად „სირცხვილის კორიდორში“ ატარებენ თავის კოლეგებს

არჩილ თალაკვაძე: წარმოიდგინეთ ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ იყოს როგორ იმუშავებს, როცა ოპოზიციაში ყოფნის დროს ისინი სასტიკად უსწორდებიან და პრაქტიკულად „სირცხვილის კორიდორში“ ატარებენ თავის კოლეგებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლშევიკური მეთოდებით ხელმძღვანელობს.

„დღეს ოპოზიციის რამდენიმე წევრმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და როგორც კი მხარი დაუჭირეს პირველ სამ კანდიდატს, მაშინვე რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღო დავალება და ეს დავალება მყისიერად შეასრულეს. პირდაპირ დავინახეთ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს ამ ბანაკს ბოლშევიკური მიდგომებით. წარმოიდგინეთ ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ იყოს როგორ იმუშავებს, როცა ოპოზიციაში ყოფნის დროს ისინი სასტიკად უსწორდებიან, ზეწოლა მიდის ახლა და პრაქტიკულად „სირცხვილის კორიდორში“ ატარებენ თავის კოლეგებს იმისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევრორეკომენდაციების შესასრულებლად კანდიდატებს. ხომ არიან ის მოქალაქეები, ვისაც არ ახსოვს წინა ხელისუფლების დრო. ახალი თაობა მოვიდა, რომლებიც იმ დროს ბავშვები იყვნენ. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ეს გუნდი ხელისუფლებაში ყოფნის დროს როგორ მართავდა ქვეყანას, მათი კრედო, მათი ღირებულებათა სისტემა რა არის. ისინი პრაქტიკულად არ უშვებენ იმას, რომ საქართველოს უბლოკავენ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ერთ-ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და უბედურება. მეორეს მხრივ, ვინ არიან ეს ადამიანები რომ გავიგოთ, დღეს ამის ლუსტრაცია მოხდა. ისინი არ უშვებენ იმას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა არა მათი პარტიიდან, მიიღონ განსხვავებული გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოსთვის სწორია და თქვენ წარმოიდგინეთ ეს ადამიანები რას აკეთებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. ტრისტან ბენაშვილმა, გიორგი გზობავამ და ზურაბ გურასპაშვილმა 90-ზე მეტი ხმა მიიღეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო. კენჭისყრაში ხუთმა ოპოზიციონერმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 4 ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.