არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებით მრავალთვიანი სპეკულაციები დასრულდა, მაგრამ, არავის მოუხდია ბოდიში საკუთარი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების გამო

არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებით მრავალთვიანი სპეკულაციები დასრულდა, მაგრამ, არავის მოუხდია ბოდიში საკუთარი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების გამო

ადამიანის უფლებების მთავარმა არბიტრმა - ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და უსაფუძვლოდ ჩათვალა მოთხოვნა, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი სამკურნალოდ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამით მრავალთვიანი სპეკულაციები დასრულდა, მაგრამ, ბოდიში არავის მოუხდია ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებისთვის.

„იცით, რომ თვეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, ასევე ხალხი, რომელსაც როგორც ჩანს მილიონები გადაუხადეს, ასევე „ნაცმოძრაობის“ მეგობარი პოლიტიკოსები გვაკრიტიკებდნენ, რომ თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები კატასტროფულ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ სააკაშვილი არის პატიმრობაში და არ გადაგვყავს თურმე საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ადამიანის უფლებების მთავარმა არბიტრმა - ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და უსაფუძვლოდ ჩათვალა ეს მოთხოვნა, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი სამკურნალოდ. აქაც ეს მრავალთვიანი სპეკულაციები დასრულდა, მაგრამ არავინ გამოსულა და არავის მოუხდია ბოდიში საკუთარი ქვეყნისთვის, რომ მილიონები გადაიხადა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებაში და საქართველოს ყოველდღიურ ლანძღვაში საერთაშორისო მასშტაბით. აი, ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, ერთი ხელით გვიწევს ამ ადამიანებთან ოპონირება და მეორეს მხრივ გვიწევს მუშაობა იმ მნიშვნელოვან საქმეზე, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა თალაკვაძემ.