რომან გოცირიძე: ფული მარტო ჯოჯოხეთს კი არ ანათებს, ფული ზოგიერთი ოპოზიციონერის ტვინსაც აბნელებს

რომან გოცირიძე: ფული მარტო ჯოჯოხეთს კი არ ანათებს, ფული ზოგიერთი ოპოზიციონერის ტვინსაც აბნელებს

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესს გამოეხმაურა, სადაც ხმა ოპოზიციის წევრებმაც მისცეს.

„მთელი ოპოზიცია იყო შეთანხმებული, რომ არ დაუჭერდა მხარს იმ კანდიდატებს, რომელიც იქნებოდა „ქართული ოცნების“ მონა-მორჩილი და ქვეყანაში განახორციელებდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. მაშინ მოხდა ორი რამ - ან გაიყიდა ხუთი ადამიანი, რადგან ხუთმა ოპოზიციონერმა მისცა ხმა, ან მოხდა მანიპულაცია პროგრამაში. ასეთი რამ ფულის გარეშე არ ხდება, მეგობრებო. ფული მარტო ჯოჯოხეთს კი არ ანათებს, ფული ზოგიერთი ოპოზიციონერის ტვინსაც აბნელებს“, - განაცხადა გოცირიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის არჩევის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოთახში, ხმაური და დაპირისპირება იყო. გაირკვა, რომ იმ 5 ოპოზიციონერიდან, რომლებმაც კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, 4 სწორედ ამ ფრაქციის წევრია. კერძოდ, კანდიდატებს მხარი დაუჭირეს: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ.