81 წლის ამერიკელი ტელეწამყვანი და კულინარი მართა სტიუარტი ყველაზე ასაკოვანი მოდელი გახდა ისტორიაში, ვინც Sports Illustrated-ის ყოველწლიური გამოცემის გარეკანისთვის საცურაო კოსტიუმით გადაიღეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სტიუარტი ერთ-ერთი გახდა იმ ოთხი მოდელიდან, რომლებიც ჟურნალისტ 2023 წლის გარეკანისთვის აირჩიეს. მათ შორის არიან: მსახიობი მეგან ფოქსი, მოდელი ბრუქს ნადერი და ტრანსგენდერი მომღერალი კიმ პეტრასი. ნომრის მიზანია ძლიერი ქალების წარმოჩენა, რომლებიც „ცხოვრობენ სამყაროში, სადაც ვერ გრძნობენ ვერც გარე და ვერც შინაგან შეზღუდვებს“.
„ჩემი დევიზი ყოველთვის იყო „როცა იცვლები, იცვლები“, ამიტომ ვიფიქრო, რატომაც არა? იმედი მაქვს, ეს გარეკანი შთაგონების წყარო გახდება თქვენთვის, რომ საკუთარ თავს მოუწყოთ გამოწვევა და რაღაც ახალი სცადოთ, მიუხედავად იმისა თუ ცხოვრების რა ეტაპზე იმყოფებით“, - განაცხადა სტიუარტმა.
სტიუარტი პოპულარული 1980-იან წლებში გახდა, როდესაც კულინარული წიგნი დაწერა. ამის შემდე მან ამავე თემაზე კიდევ არაერთი წიგნი გამოუშვა, დაიწყო ჟურნალების გამოცემა და საკუთარი ტელეგადაცემის წამყვანი იყო.