კანადელმა მომღერალმა The Weeknd ფსევდონიმზე უარი თქვა და სოციალურ ქსელებში საკუთარ ანგარიშებზე უკვე თავისი რეალური სახელი - ეიბელ ტესფაიე დაიბრუნა.
აპრილის დასაწყისში მომღერალმა Twitter-ზე გამომწერებს ჰკითხა უნდა შეწყვიტოს თუ არა სასცენო სახელის გამოყენება. შემდეგ კი ერთ-ერთი ინტერვიუში განაცხადა, რომ „მოკლას The Weeknd-ი, რათა შემდეგ „აღორძინდეს“. არტისტი მიიჩნევს, რომ როგოტვ The Weeknd-მა უკვე ყველაფერი თქვა, რისი თქმაც შეეძლო.
მარტში The Weeknd-ი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე პოპულარული არტისტი მსოფლიოში.