სააპელაციო სასამართლომ ნიკოლა სარკოზის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა - ექსპრეზიდენტს ერთწლიანი პატიმრობა და 2-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა

სააპელაციო სასამართლომ ნიკოლა სარკოზის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა - ექსპრეზიდენტს ერთწლიანი პატიმრობა და 2-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საფრანგეთის ექსპრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიმართ „გავლენით ვაჭრობის საქმეზე“ გამოტანილი განაჩენი. ამის შესახებ Agence France-Presse იტყობინება.

სარკოზის 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზის შეუძლია, ერთწლიანი პატიმრობა ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობაში მოიხადოს.

„სარკოზი ცნობილია დამნაშავედ კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ უპრეცედენტო განაჩენია“, - წერს AFP.

68 წლის სარკოზის, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალა