კელი დეგნანი: არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე  საჩუქარს ქვეყნიდან, რომელიც არის სასტიკი აგრესორი - არსებობს უსაფრთხოების საკითხებიც, არის თუ არა ავიაკომპანია სანქცირებული, აქვთ თუ არა თვითმფრინავებს სათანადო ნაწილები

კელი დეგნანი: არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე  საჩუქარს ქვეყნიდან, რომელიც არის სასტიკი აგრესორი - არსებობს უსაფრთხოების საკითხებიც, არის თუ არა ავიაკომპანია სანქცირებული, აქვთ თუ არა თვითმფრინავებს სათანადო ნაწილები

არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნიდან, რომელიც არის სასტიკი აგრესორი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„განსხვავება ამჟამინდელ სიტუაციასა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი კვლავ შეიჭრა უკრაინაში და გააჩაღა სასტიკი, სისხლიანი ომი უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ, ბავშვების, სკოლების, საავადმყოფოების, კორპუსების წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის უპრეცედენტო შეჭრა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინის იდენტურობისა და სუვერენიტეტის აღმოსაფხვრელად. ეს არის მთავარი, რაც მოხდა 2019 წლის შემდეგ. არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნიდან, რომელიც არის სასტიკი აგრესორი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას“, - აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ დასთანხმდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის შემოთავაზებას, რომ რამდენიმე ავიაკომპანიამ ხვალიდან რეისები განახორციელოს და სანქცირების გარდა, არსებობს თუ არა უსაფრთხოების საფრთხე საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ევროპული ავიაკომპანიები აღარ ეხმარებიან რუსულ ავიაკომპანიებს, რომ სათადარიგო ნაწილები მიაწოდონ, ელჩმა უპასუხა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთება არსებობს.

„არ მინახავს ინფორმაცია, რომელ ავიახაზებს მისცეს შემოსვლის უფლება. ეს მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დადგენა, არიან თუ არა ისინი სანქცირებული. არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, არიან თუ არა ისინი სანქცირებული თვითმფრინავები, აქვთ თუ არა სათანადო ნაწილები, აქვთ თუ არა შესაბამისი ტექნიკური მომსახურება. ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთება, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას“, - აღნიშნა ელჩმა.

amo დავით ზარდიაშვილი: „კომიკურია, ჩვენი მტერი რუსეთი ცდილობდეს, დაგვიახლოვდეს, ამერიკა კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და არც პირდაპირი ფრენა გვაქვს მასთან და სავიზო რეჟიმიც ძალიან მკაცრია“. გაიგეთ ქ-ნო დეგნან? მოეშვით ბლა-ბლა -ბლას და რუსეთის ჯინაზე გააკეთეთ პირდაპირი ფრენა თქვენთან, საავიზო რეჟიმი გახადეთ ადამიანური. თავს ვერ მოვიტყუებთ.
2 წლის უკან