ზოგჯერ ინტერნეტსივრცეში ძველი ნამუშევარი ტივტივდება, რომლებშიც ხალხი ერთი შეხედვით თანამედროვე ნივთებსა თუ ტექნოლოგიებს "აწყდება".
ამჯერად საზოგადოების ყურადღება ფერდინანდ გეორგ ვალდმიულერის ნამუშევარმა, სახელად "The Expected One", მიიქცია. ნახატზე გოგოა გამოსახული, რომელსაც ხელში პატარა ბრტყელი ნივთი უჭირავს და ჩასცქერის.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა თანამედროვე ადამიანის აღქმა შეცვალა და ეს მართლაც სმარტფონის ასოციაციას იწვევს, რეალურად ნივთი სალოცავი წიგნი აღმოჩნდა — 1800-იან წლებში ასეთი წიგნაკები იქმნებოდა ხელის გულზე სატარებლად.
"ვალდმიულერის ნახატზე გოგო თავისი iPhone X-ით არ ერთობა, არამედ ხელებში პატარა სალოცავი წიგნი უჭირავს და ეკლესიისაკენ მიემართება", — განაცხადა ჯერალდ ვაინპოლტერმა, ხელოვნების სააგენტოს austrian-paintings.at აღმასრულებელმა დირექტორმა, როდესაც ნამუშევარი იმავე კონტექსტში რამდენიმე წლის წინაც გავრცელდა.
თავისთავად, რთული მისახვედრი არ არის, რომ აღნიშნული ნახატის მთავარი გმირის ხელში ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიცვალა სიტუაციების აღქმა დროის სვლასთან ერთად.