მედიის წარმომადგენლებმა თავდაცვის მინისტრს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაუსვეს კითხვა:
„მე არაერთხელ მითქვამს, რომ არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ მიმდინარე გამოძიებებზე. პირველი - ეს არ შედის ჩემს ფუნქციაში, მეორე - არ აწარმოებს ამ გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფები. პირად აზრს მოგახსენებთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნახევარ მილიონს სახელმწიფო ბიუჯეტს, იმ ბიუჯეტს, რომელიც განსაზღვრულია მეომრისთვის, მეომრის კვებაზე, ჩვენს შეიარაღებაზე, ხელს მოკიდებს, საკუთარ ბინას იყიდის და ბინას მოიწყობს, ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი ადამიანები მუნდირის ტარების ღირსები არ არიან. ამიტომ, ბუნებრივია, მე მათ განცხადებებსაც სერიოზულად ვერ აღვიქვამ და არც ვუპასუხებ." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.