მსახიობები ტომ ჰიდლსტონი და მარკ ჰემილი მთავარ როლებს შეასრულებენ ფილმში „ჩაკის ცხოვრება“. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სურათი სტივენ კინგის მოთხრობის If It Bleeds ეკრანიზაციაა, ფილმის რეჟისორი მაიკ ფლენეგანი იქნება.
„ჩაკის ცხოვრება“ წარმოადგენს 3 ისტორიას ჩარლზ კრანცის შესახებ, რომლებიც უკუსვლით იქნება მოთხრობილი - მისი სიკვდილიდან ბავშვობამდე. ფილმის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.