დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ცერემონიის მეორე დღეს, მეფის სასახლის ტერიტორიაზე გრანდიოზული შოუ გაიმართა.
შემსრულებლებს შორის იყნენ ჯგუფი Take That-ი, ლაიონელ რიჩი, ნიკოლ შერზინგერი, ოლი მურსი, კეტი პერი და ანდრეა ბოჩელი. ღონისძიებაზე გამოჩნდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზიც, რომელიც მეფეს თვითმფრინავიდან მიესალმა. ღონისძიების წამყვანი კი მსახიობი ჰიუ ბონევილი იყო.
„კორონაციის კონცერტს“ სამეფო ოჯახთან ერთად, 20 000 ადამიანი ესწრებოდა.